18 იანვარი 2022,   02:58
ვრცლად
13 წელი აგვისტოს ომიდან -  რას ჰყვებიან დაღუპული გმირების თანამებრძოლები და ოჯახის წევრები

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული სამხედროების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს. მთავრობის მეთაური, მთავარსარდალი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე დედაქალაქის მერი და დიპლომატები დღეს გმირთა მემორიალთან სამგლოვიარო გვირგვინით მივიდნენ.

ყველა მათგანი ერთხმად აღიარებს ომში დაღუპულთა გმირობას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ოკუპაცია მალე დასრულდება და ჩვენი ქვეყანა ისევ გამთლიანდება.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან იმყოფებოდნენ ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ყოფილი თანამებრძოლები. ისინი დღეს "კურიერის" კამერასთან დაღუპული ჯარისკაცების გმირობებს იხსენებდნენ.

დღის ამბები