23 იანვარი 2022,   07:57
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა რეგულაციას აწესებენ

იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა.

ჩინეთის ქალაქი ვუჰანი კვლავ ჩაკეტილია. ქალაქში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ლოკდაუნია დაწესებული ქვეყნის რამდენიმე პროვინციაშიც.

ავსტრალიაში შეზღუდვები სამ ყველაზე დასახლებულ შტატში კვლავ მოქმედებს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რეგულაციების დაწესება იმ დრომდე იქნება საჭირო, სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება.

ნიუ-იორკში კი 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება.

დღის ამბები