22 იანვარი 2022,   07:16
ვრცლად
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნები" ტოვებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. გადაწყვეტილების მიზეზად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ჯგუფის უმრავლესობაში არსებული ორგანიზაციების მათთვის მიუღებლობას ასახელებენ.

"ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან წარმოდგენილი, მათთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, ჩვენი გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პროცესს აღარ ვაკვირდებით, რა თქმა უნდა ვაკვირდებით, გვექნება ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად არიან.

გადაწყვეტილების საპასუხოდ მსგავს განცხადებას აკეთებენ ცესკოშიც. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, მოისმინონ დამატებითი რეკომენდაციები და ყველაფერი გააკეთონ საკონსულტაციო ჯგუფის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

დღის ამბები