22 იანვარი 2022,   06:55
ვრცლად
კოვიდით გარდაცვალების 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - სააკორდინაციო საბჭო გარკვეული რეგულაციების დაბრუნებას გეგმავს

წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - გასულ დღე-ღამეში კორონავირუსმა 44 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იწყება, სადაც არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული ზომების მიღებაზე მსჯელობენ. დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სპეციალისტები მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით. ასევე, უკვე ცნობილია, რომ პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო იქნება.

როგორ და რა ფორმით ამოქმედდება ეს რეგულაციები, საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდება.

გარკვეული რეგულაციების დაწესებას აუცილებლად მიიჩნევენ მედიკოსები, პროფესორ მაკა ბულეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული რეკომენდაციები და რეგულაციების დაწესება, რათა გაკონტროლდეს მასობრივი ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უახლოეს პერიოდში მაჩვენებლების კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას არ გამორიცხავს.

დღის ამბები