22 იანვარი 2022,   05:40
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას - პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

კორონავირუსისა და ხალხმრავლობის თავიდან ასარიდებლად, პროცესი დისტანციურად გაიმართება.

ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

"ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევს, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ემსახურება უფრო დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანამ შეიცვალოს მმართველობითი ფორმა და გადავიდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე, რომ სარკისებული ასახვა მოჰყვეს მოსახლეობის განწყობების პარლამენტში," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა სარჯველაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო განხილვების პროცესი მნიშნველოვანია და ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად რელევანტური იქნება მოსახლეობისთვის.

დღის ამბები