22 იანვარი 2022,   06:58
ვრცლად
საუბარი, რომ მერები არიან სოციალურად შეჭირვებულები, არის არაადეკვატურობა და საზოგადოების დაცინვა - ოპოზიცია პრემიერის ინიციატივაზე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.

ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას პანდემიისა და ეკონომიკური ვითარების ფონზე საზოგადოების დაცინვად აფასებენ. 

"იმაზე საუბარი, რომ თითქოს ჩვენი მერები და გამგებლები არიან სოციალურად შეჭირვებულები, არის აბსოლუტური არაადეკვატურობა და საზოგადოების დაცინვა.

2 ოქტომბრის რეფერენდუმი არის რეფერენდუმი მათ შორის, ამ შეკითხვით - როგორი ხელისუფლება გვინდა გვყავდეს, ხელისუფლება, რომელიც ამ ეკონომიკურ სიტუაციაში საუბრობს მერების და გამგებლების ხელფასზე, თუ გვინდა კოალიციური ხელისუფლება, რომელიც აკონტროლებს ერთმანეთს.

უნდა მოხდეს ამ ადამიანების ოპტიმიზაცია, ვინც მუშაობს უნდა დარჩეს სამსახურში და გაეზარდოს ხელფასი, და ის, ვინც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის გაფორმებული, მან უნდა სცადოს და სამსახური იპოვოს კერძო სეტორში," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან.

"საჯარო მოხელეები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად იმსახურებენ დაფასებას. ამიტომ მსგავს ინიციატივებს მივესალმები," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება - ამის შესახებ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მერების ხელფასების გაორმაგება.

დღის ამბები