22 იანვარი 2022,   06:38
ვრცლად
2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი უნდა იყოს - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი უნდა იყოს.

"სამწუხაროდ, 13 წლის შემდეგ მოუშუშებელ იარად რჩება ომით გამოწვეული პრობლემები. საქართველოს განუყოფელი ნაწილები კვლავინდებურად მოწყვეტილია ჩვენს ძირითად ტერიტორიებს, მაგრამ გაყოფილია არამხოლოდ ტერიტორიები, გაყოფილი არიან ოჯახები, ნათესავები, ახლობლები. ადამიანებს არ აქვთ წვდომა მიიღონ ნორმალური მომსახურება ჯანდაცვის მიმართულებით. მიიღონ განათლება მშობლიურ ენაზე. ჰქონდეთ წვდომა საკუთარ სალოცავებზე.

ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც წარმოუდგენელია XXI საუკუნეეში, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ კვლავიდნებურად ვხედავთ, რომ იგება მავთულხლართები, ბერლინის ტიპის კედლები და ეს არის ყოვლად მიუღებელი. ჩვენ, ვერცერთი ქართველი დიპლომატი ვერ მოვისვენებთ, ვერც ხელისუფლების წარმომადგენელი, სანამ დეოკუპაციის მიმართულებით არ გვექნება მნიშვნელოვანი გარღვევა და სანამ ჩვენი წართმეული ტერიტორიული ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები