22 იანვარი 2022,   06:53
ვრცლად
"რაც უფრო მეტი იქნება არჩევანი მოქალაქეებისთვის, უკეთესია" - რას ამბობენ მმართველ გუნდში ფაქტზე, რომ ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდა

არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება და ფაქტს, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარ კანდიდატებზე ვერ შეჯერდნენ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილი ვარაუდობს, რომ შედარებით მცირე ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდებიან, ნაწილი კი იმედს გამოთქვამს, რომ მათი ოპონენტები საკუთარ კანდიდატებს წარადგენენ.

"ბევრი პოლიტიკური ძალა მიხვდა ძალიან კარგად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აყოლა კარგს არაფერს უქადის საქართველოს, ეს გამიჯვნის პროცესი დიდი ხანია განხორციელდა და არ მგონია, ყველა ამ დესტრუქციულ ტალღაზე მოექცეს, შესაბამისად, ალბათ იქნება მრავალფეროვნება ამ მიმართულებით, რაც კარგი პროცესია, რაც უფრო მეტი იქნება არჩევანი მოქალაქეებისთვის, უკეთესია" - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო "ახალი ფანჩატურის შემოკრების" მცდელობაა :

""ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყომ გარკვეულ სუბიექტებშიმ წარმმართველი ძალა და ვფიქრობ, მასზე ჩამოკიდებული გამარჯვების, ან რაღაც ადგილების დაკავების სურვილი არ გაჰქრობია," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

დღის ამბები