17 იანვარი 2022,   10:46
ვრცლად
"ოპოზიციის მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დამარცებაა"- ოპოზიციონერები წინასაარჩევნო კამპანიების წარდგენას იწყებენ

წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია, თუმცა კვლავ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დაასახელებს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატებს.

მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანება გამორიცხულია.

ამ ეტაპზე, "ლელოს" წარმომადგენლები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, შიდა კონსულტაციებს აწარმოებენ. ამავე მიმართულებით მიმდინარეობს მსჯელობა "სტრატეგია აღმაშენებელშიც".

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სწორი პრინციპებისთვის იბრძვის "ლელოსთან" ერთად, რომლის მიზანიც ივანიშვილის დამარცხებაა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მალე წარადგენს ევროპულ რამდენიმეფაზიან საარჩევნო კამპანიას.

დღის ამბები