23 იანვარი 2022,   07:19
ვრცლად
უხანში ყველა მოქალაქეს ტესტი ჩაუტარეს - 11 მილიონი ადამიანიდან ინფიცირებული 78 აღმოჩნდა

ჩინეთში, ქალახ უხანში, კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად ყველა მოსახლეს ტესტირება ჩაუტარეს - თითქმის 11 მილიონი ადამიანიდან ინფიცირებული მხოლოდ 78 აღმოჩნდა. როგორც "ფრანს პრესი" წერს, ტესტირება გასულ კვირას, სამშაბათს დაიწყო და შაბათს უკვე საბოლოო შედეგები გახდა ცნობილი. 

37 სიმპტომური შემთხვევის გარდა ექიმებმა 41 ასიმპტომური პაციენტიც გამოავლინეს. 

ტესტირება მხოლოდ 6 წელს ქვემოთ ბავშვებს არ ჩაუტარდათ. 

ექიმების შეშფოთება გასულ კვირებში გამოიწვია ფაქტმა, რომ 1 წლის შემდეგ პირველად ქალაქში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, უხანის ყველა მაცხოვრებელი შეემოწმებინათ ვირუსზე. 2800 პუნქტში ტესტირებისთვის 28 000 მედპერსონალი იყო მობილიზებული. 

ჩინეთში შიდა გავრცელება მთლიანად შეჩერებული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რასაც დელტა ვარიანტს უკავშირებენ. 

როგორც TIME წერს, ჩინეთში ვაქცინირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობაა - ქვეყანაში 60%-ზე მეტი აცრილია. ჩინური კომპანია "სინოფარმი" აცხადებს, რომ მათი ვაქცინა, რომლითაც ჩინეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 68%-ით ეფექტურია. იმავეს ამტკიცებს "სინოვაკ ბიოტექი", მათი თქმით, ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ მათ პრეპარატს დელტა შტამის ნეიტრალიზება შეუძლია. 

დღის ამბები