17 იანვარი 2022,   11:20
ვრცლად
კომისიის წევრების ვაქცინაცია და კენჭისყრის დღეს რეგულაციების დაცვის საკითხი - ჯანდაცვის მინისტრი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

პანდემია და არჩევნები - ჯანდაცვის მინისტრი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძისა და გიორგი კალანდარიშვილის აუდიენციის მიზანი, ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გასათვალისწინებელი კოვიდრეკომენდაციები იყო.

განსახილველი იყო ძირითადად ორი საკითხი - კომისიის წევრების ვაქცინაცია და ასევე, კენჭისყრის დღეს რეგულაციების დაცვა. 

"ამ პროცესის ხელშეწყობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ პირველ რიგში ყველა იმ წევრის ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართვას, რომელიც იქნება ჩართული აქტიურად არჩევნების როგორც მობილიზებაში, ასევე შემდეგ წარმართვაში. გარდა ამისა, ჩვენ გეგმაში გვაქვს რომ ვაქცინაციის ოფიცრების დახმარებით მათ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც აქამდე საქართველოშია,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

განცხადება გააკეთა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. მან პროცესში პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით იმ პარტიების, რომელთაც სპეციალური წარმომადგენლები ჰყავთ კომისიებში, რათა ვაქცინაციაში ჩაერთონ. 

"სამოქმედო გეგმა გამოიყურება იმგვარად, რომ პირველ ეტაპზე განხორციელდეს საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრების ვაქცინაცია. ბუნებრივია, იმ კომისიის წევრების, რომლებიც თავიანთი სურვილით გამოხატავენ მზაობას ამ პროცესში ჩართულობის. ამასთანავე, ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლებაზე.

პოლიტიკური პარტიების როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს  გიორგი კალანდარიშვილი. 

დღის ამბები