17 იანვარი 2022,   11:56
ვრცლად
ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საუბრობდა ომზე... ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, ომებზე - პრემიერი

მარნეულში კანდიდატის წარდგენისას, პრემიერმა ოპონენტების რევოლუციურ განწყობებსა და დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა სააკაშვილის ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ისევ აგვისტოს მოვლენებსა და ომზე საუბრობდა. 

აქვე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანაში  ხანგრძლივი სტაბილურობისა შემოტანა შეძლო : 

""ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი, 8-წლიანი პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ, არ ჰქონია ომი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებს, გაგვიხდა სანატრელი და საოცნებო მშვიდობა და სტაბილურობა. ყველაფრის საწყისი, საფუძველი, საძირკველი არის მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობის გარეშე, არ განვითარდება არც ქვეყანა, არც ქალაქი, არც რაიონი, არც სოფელი. იქნება მუდმივი დესტაბილიზაცია და ქაოსი

გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი, ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას რვა წლის წინ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები