23 იანვარი 2022,   06:17
ვრცლად
სამხრეთ ამერიკაში ტყის ხანძარს ებრძვიან

სამხრეთ ამერიკაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი პერუში, კუსკოს რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მძვინვარებს, სადაც მე-15 საუკუნის ინკების ციტადელი მაჩუ-პიქჩუ მდებარეობს.

ხელისუფლების განცხადებით, არქეოლოგიურ ნანგრევებს ხანძრის საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლის კერებს მეხანძრეები ვერტმფრენების დახმარებით აქრობენ. სტიქიის ლოკალიზებას ხელს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის.

დღის ამბები