23 იანვარი 2022,   07:41
ვრცლად
სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში, ინფიცირებას გართულებები არ მოჰყოლია და არც გარდაცვალება დაფიქსირებულა - CDC

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში, კოვიდ-19-ით ინფიცირებას გართულებები არ მოჰყოლია, არც მათი ჰოსპიტალიზება გამხდარა საჭირო და არც გარდაცვალება დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრმა CNN-ს მიაწოდა. 

CDC-ის ინფორმაციით, 2 აგვისტოს მონაცემებით, შტატებში სრულად 164 მილიონი მოქალაქეა აცრილი. აქედან ინფიცირებულთა 0,005%-ის, 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო; 0,001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი კი გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირების მძიმე შემთხვევების 3/4 ანუ 74 %, 65 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოვლინდა. დაახლოებით 1500-მდე გარდაცვალების შემთხვევიდან კი, ყოველი მეხუთე სხვა თანმდევი დაავადებების ფონზე დაიღუპა - აცხადებს CDC.    

მაისის თვიდან CDC -მ კვლევის აქცენტი იმ პაციენტებზე გადაიტანა, რომლებიც ორჯერადად იყვნენ აცრილი, თუმცა ნაწილს ჰოსპიტალიზება დასჭირდა, ნაწილი კი გარდაიცვალა. 

CDC– ის თანახმად, ეს მონაცემები ეყრდნობა არის "სურათი", რომელიც დაეხმარება მათ "განსაზღვროს და მოძებნოს სიგნალები ვაქცინის გარღვევის შემთხვევებს შორის".

დღის ამბები