18 იანვარი 2022,   02:12
ვრცლად
"უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ" - პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთში წაშალა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედია ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" "დამსახურებულად უნდა შეეტენოთ".

მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი რამდენიმე წუთში წაშალა, სავარაუდოდ, ის ფართო აუდიტორიისთვის გამიზნული არ იყო. 

"როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან, რეალურად, ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი. 150 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება "ივანიშვილი გკლავს" - ეგეთ სტილში,"- წერს სააკაშვილი. 

No description available.

დღის ამბები