23 იანვარი 2022,   18:47
ვრცლად
დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - "გორბის" გამოკითხვაში კახა კალაძე 61.2 პროცენტით ლიდერობს

"დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას" - გამოკითხულთა 61.2  %-არჩევანს კახა კალაძეზე, ხოლო 38.8 % ნიკა მელიაზე აკეთებს.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს:

გამოკითხულთა 46,8 % ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა

"ნაციონალურ მოძრაობას" 27,1 %; გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" - 8,7 %

რაც შეეხება პარტიას "ლელო", გამოკითხულთა -3.4 % უჭერს მხარს

"ევროპული საქართველოს" 3.3 %

"პატრიოტთა ალიანსი" -3 %

"სტრატეგია აღმაშენებლს" კი 2.8 % 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2 %-ია.

"გორბის" მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევა ტელეკომაპნია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა.

დღის ამბები