23 იანვარი 2022,   20:03
ვრცლად
"ამ შინაარსის პოსტი მას რატომ უნდა დაეწერა" - გიორგი ხვედელიანი მიხეილ სააკაშვილის facebook სტატუსის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის შინაარსის მიხედვით, ის საკუთარ პარტიას და მხარდამჭერებს კოვიდ ვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს, გამოხმაურება მოჰყვა "ნაციონალურ მოძრაობაში". 

პარტიაში არ სჯერათ, რომ ყოფილი პრეზიდენტის გვერდზე გაზიარებული პოსტი რეალურია და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე შეტევა განხორციელდა და ის გატეხეს. 

"ადამიანი ამბობს, რომ ჩემს facebook-ზე განხორციელდა რაღაც შეტევა და დაუწერეს ეს პოსტი. აქედან გამომდინარე, არ მაქვს დიდი საფუძველი, რომ ამაში ეჭვი შევიტანო. იმიტომ, რომ ამ შინაარსის პოსტი მას რატომ უნდა დაეწერა.

ზოგადად, ის, რომ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციები რასაკვირველია "ქართულ ოცნებას" უკავშირდება, ეს ხომ ცხადია. ახლა მოსახლეობაზეა ჯერი და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ გვიწევს ამდენი საუბარი ვაქცინაციაზე, რომ თვეების განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა ამის პროპაგანდა, აგიტაცია, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, მათ შორის მოსახლეობისთვის პირადი მაგალითის ჩვენება,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხვედელიანი.

სტატუსი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ facebook გვერდზე დადო, აღარ იძებნება. დამატებით, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook -ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა და სტატუსი მას არ ეკუთვნოდა. პოსტი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი კორონავირუსით გამოწვეული ტრაგედიის წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ პარტიას და მხარდამჭერებს მოუწოდებდა, რამდენიმე წუთში წაიშალა. 

დღის ამბები