22 იანვარი 2022,   05:48
ვრცლად
ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე ერთობლივ კონსულტაციებს მართავს

ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე ერთობლივ კონსულტაციებს მართავს. დღეს შეხვედრა "ევროპული საქართველოს" ოფისში გაიმართა, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროას" ლიდერები იმყოფებდნენ.

მოლაპარაკებების თემა იყო კოორდინაცია თბილისის მაჟორიტარებზე. ლიდერების თქმით, კანდიდატებს კვირას დაასახელებენ და მათ მხარს "ნაციონალური მოძრაობაც" დაუჭერს.

"მივესალმებით "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ თბილისში კანდიდატები არ დააყენოს და დანარჩენ ოპოზიციას დაუთმოს. შესაბამისად, "ევროპული საქართველო", "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" შეთანხმდა, თუ რა ტიპის განაცხადს გავაკეთბთ და ძალიან მალ უკვე კონკრეტულ კანდიდატებს შემოგთავაზებთ,"- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის "დროა" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

"ამ არჩევნებზე "ქართული ოცნება" დამარცხდება და ქვეყანას მიეცემა შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არ არსებობს. ჩვენ, პარტიები საარჩევნო კამპანიას ინდივიდუალურად ვატარებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას აქვს უნარი, იაროს კონსესუსების და შეთანხმებების გზით,"- აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

"კვირას ვაპირებთ, რომ მაჟორიტარი კანდიდატები წარვადგინოთ. ეს არის არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს, როგორც ნაწილი,  სადაც ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იყოს დაცული გარე მტრისგან და შიგნით იყოს დაცული პიროვნული თავისუფლება ყველა ჩვენი მოქალაქის,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

დღის ამბები