22 იანვარი 2022,   06:50
ვრცლად
ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები იქნება კარგი ტესტი იმისა, თუ როგორი ნდობა არსებობს საზოგადოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენისას გააკეთა.  

"ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს განვითარება, განვითარება ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა სოფელში. როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მახსოვს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე მაშინ ვიკითხე, მაშინ რა აზრი აქვს სამართლებრივ სახელმწიფოს ან კანონს, ან კონსტიტუციას ამიხსნას ვინმემ? ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში, როცა მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული და მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს, იქ დაინგრა, აღარ არსებობს მაშინ სახელმწიფო.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ის, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ აღვადგინეთ ძალიან მყისიერად ის წონასწორობაც, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის.

ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო. არც რევოლუცია იქნება, არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამის გარანტია არის ქართული ოცნება.

თვითმმართველობის არჩევნები იქნება ძალიან კარგი ტესტი იმისა, თუ როგორი ნდობა გვაქვს ხალხისგან. ეს იქნება ძალიან კარგი ტესტი და გამოცდა ჩვენი მერებისთვის. მე ვავალებ თითოეულ მერს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველა მერი, ყველა მმართველი უნდა ემსახუროს ხალხს.

ჩვენ უნდა დავიმდაბლოთ თავი მოსახლეობასთან როცა ვლაპარაკობთ და ზევიდან არ უნდა ვუყუროთ, როცა მოსახლეობასთან გავდივართ. ჩვენ ვართ ხალხის მსახურები და ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ ყველანი. როცა ჩვენს მოსახლეობას სჭირდება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა, მერი იქნება, საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი თუ რწმუნებული, ადგილზე, ოპერატიულად უნდა გადაუწყვიტოს ნებისმიერ პრობლემა და მოუგვაროს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები