22 იანვარი 2022,   06:06
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და რეიტინგის კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე დარწმუნებულია არა მხოლოდ გამარჯვებაში, არამედ იმედი აქვს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო მოიმატებს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "გორბის" კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა:

"მოულოდნელი არ იყო კვლევის ეს შედეგები იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს შიდა კვლევის დაახლოებით მსგავსი მონაცემები, ჩვენი რეიტინგი იქ ცოტა უფრო მეტია მაგრამ დაახლოებით ჯდება ცდომილების ფარგლებში და ასევე გვაქვს მოლოდინი, გარდა იმისა, რომ დამჯერებლად გავიმარჯვებთ, ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ ყველა ვარიანტში ველოდებით 50%-ზე მეტ და მაღალ შედეგს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახას კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებზე უალტერნატივო კანდიდატია და ელოდება, რომ მისი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება.

"კახა კალაძეს აქვს თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა და იგი პრაქტიკულად გვევლინება უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატად. ნიშანდობლივია, რომ კახა კალაძეს ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს დღეს, საარჩევნო კამპანიის დასაწყისში. ყველა ლოგიკის მიხედვით რეიტინგი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კიდევ უფრო გაიზრდება,"- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები