22 იანვარი 2022,   06:36
ვრცლად
მოულოდნელი არ იყო კვლევის ეს შედეგები, ჩვენ ყველა ვარიანტში ველოდებით 50%-ზე მეტს - მამუკა მდინარაძე GORBI-ის კვლევაზე

საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ის წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, თითქმის 47% ხმას "ქართულ ოცნებას", 27% კი "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა - პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აფასებს. მისი თქმით, ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო და მმართველი გუნდი, წელს არჩევნებზე 50%-ს ან უფრო მაღალ შედეგს ელოდება. 

"მოულოდნელი არ იყო კვლევის ეს შედეგები იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს შიდა კვლევის დაახლოებით მსგავსი მონაცემები, ჩვენი რეიტინგი იქ ცოტა უფრო მეტია, მაგრამ დაახლოებით ეს ჯდება ცდომილების ფარგლებში და ასევე გვაქვს მოლოდინი, გარდა იმისა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება.

ამისი პრაქტიკაც გვაქვს, მაგალითად თუ 2016 წელს, თუ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 48% მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს მონაცემები მაშინ გაიზარდა და იყო 56%. ჩვენ ყველა ვარიანტში ველოდებით 50%-ზე მეტს და მაღალ შედეგს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები