22 იანვარი 2022,   07:15
ვრცლად
მმართველი გუნდი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს - მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტების ნაწილში უკვე დაასახელეს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი გუნდი გასვლით შეხვედრებს განაგრძობს. ”ქართული ოცნების” რეგიონული საარჩევნო კამპანია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, დღეს ქვემო ქართლში გაიმართა. კანდიდატების წარდგენა წალკიდან დაიწყო. ვიდრე ღონისძიების ოფიციალურ ნაწილზე გადავიდოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე შეკრებილ ამომრჩეველს გუნდის პრიორიტეტები და ხედვები გააცნო.

დავალება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ტრიბუნიდან გასცა, უკვე ეხება ილია საბაძეს, წალკის მერობის კანდიდატს, რომელიც, იმავდროულად, მოქმედი მერია. ოფიციალური წარდგენის შემდეგ კანდიდატმა განაცხადა, რომ კარგად იცნობს ადგილობრივთა პრობლემებსაც და მათი გადაჭრის გზებსაც.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად გიორგი წიკლაური დასახელდა. ადგილობრივებს ისიც პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

ქართული ოცნების ლიდერებმა დღესვე წარადგინეს გარდაბნის მერობის კანდიდატი, დავით კარგარეთელი, რომელსაც მერის მოადგილის გამოცდილება უკვე აქვს.

მერების როლზე და მუნიციპალიტეტების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომლის შეფასებითაც, ქვეყნის საგარეო მიზნის მისაღწევად, ცენტრალურთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობასაც

"ქართულმა ოცნებამ" წალკაში, თეთრიწყაროსა და გარდაბანში მერობის კანდიდატებთან ერთად დღეს საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა. ოფიციალური საარჩევნო ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება.

დღის ამბები