18 იანვარი 2022,   10:41
ვრცლად
კახა კუჭავა NDI-ს კვლევებზე - "დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში"

NDI-ს კვლევებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. კახა კუჭავა, კვლევის შედეგების მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"წინასაარჩევნოდ კვლევები იმატებს ხოლმე, რაც, ერთის მხრივ, კარგია, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან ბრძენი და საბოლოოდ აკეთებს იმ არჩევანს რომელიც აისახება არჩევნების შემდეგ შედეგებში. ჩვენ ბევრი კვლევა ვნახეთ მანამდეც, თუმცა, საბოლოოდ, ვნახეთ, რომ ბოლო 7 არჩევნებია "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს, ამიტომ დარწმუნებული ვარ 2 ოქტომბერს ჩვენ საკმაოდ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა მუნიციპალიტეტში," - აცხადებს კახა კუჭავა. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა არჩევნებამდე 52 დღით ადრე გამოაქვეყნა, სადაც გამოკითხული 2000 -ზე მეტი ადამიანიდან, 51 პროცენტის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს არცერთი პარტია არ დგას. იმავე კვლევით, მმართველ ძალას მხარს რესპონდენტთა 18 პროცენტი უჭერს. "ნაციონალური მოძრაობა" კი 6 პროცენტისთვის არის მისაღები.

დღის ამბები