18 იანვარი 2022,   11:28
ვრცლად
ახალი შეზღუდვები, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე - პრემიერი

ახალი შეზღუდვები, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ხვალიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

3-კვირიან შეზღუდვებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგულაციები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე არ იმოქმედებს.

"ჩვენს მოსახლეობას შარშან ძალიან გაუჭირდა - ძალიან ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა კიდევ უფრო დაკარგა შემოსავალი და ის 200 ლარიანი დახმარება, ჩვენი მხრიდან გაკეთებული, საკმარისი არ იყო. ამიტომ, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, ჩვენს ბიზნესს და მოსახლეობას გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა.

შედეგად, ჩვენ გვაქვს მთელს მსოფლიოში უპრეცედენტო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია სჭირდება მართვა, მთავრობას კი ჩვენი გვერდში დგომა.

კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას თხოვნით, რომ ეს პერიოდი, 2-3 თვე გავიჭირვოთ და ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ.

გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ჩვენი ეს გადაწყვეტილება, ჩვენი გათვლებით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე.

ასევე, მინდა ვისაუბრო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე: ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალების შემთხვევები მოიმატებს. ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა მარტივი აცრის ჩატარება - გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველანი,"-განაცხადა პრემიერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები