18 იანვარი 2022,   11:19
ვრცლად
ვპირდები ოპონენტებს, ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ, ვიდრე ექნებათ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლებში განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა.

მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო წინა ხელისუფლების დანაშაული, რასაც ის ყოველთვის შეახსენებს თავის ოპონენტებს, სანამ მათ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ექნებათ. 

""ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი და განსაცდელი.

სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასული იყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმე პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი.

ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ ვპირდები, რომ მე ყოველ დღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, რადგან ვიდრე მათ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად დანაშაულებს და შეცდომებს. ერთი მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისაგან,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები