23 იანვარი 2022,   06:11
ვრცლად
CRRC, რომელიც საველე სამუშაოებს უტარებს NDI-ს, მანაც კი ვერ თქვა, რომ დაბალი რეიტინგი აქვს "ქართულ ოცნებას" - მამუკა მდინარაძე

46% "ქართულ ოცნებას", 2 % "ნაციონალურ მოძრაობას" - ასეთია "ქართული ოცნების" მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის მიერ ჩატარებული კვლევები დამაჯერებელია. მისივე განცხადებით, კახა კალაძეც უალტერნატივო კანდიდატია და პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

"ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ ყველა კვლევას საერთო კონტექსტში რომ შევეხოთ, "სიარარსი", რომელიც საველე სამუშაოებს უტარებს NDI-ს, მანაც კი ვერ თქვა, რომ დაბალი რეიტინგი აქვს "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ რაც დაუწერეს "ნაცმოძრაობას", სამჯერ მეტი დაუწერეს "ქართულ ოცნებას".

საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენ ვატარებთ შიდა კვლევას და მეორე მხრივ - შედეგებს არ ვეუბნებით და ამას ცუდად იყენებენ და შედეგების შესახებ თავის ვერსიას სთავაზობენ ჩვენი ოპონენტები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოგვექვეყნებინა და ეს მონაცემი არის ისეთი დამაჯერებელი, რომ ერთის მხრივ ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ კახა კალაძე უალტერნატივოა და პირველ ტურში გაიმარჯვებს და მეორე მხრივ, რადგან თბილისშიც გაზრდილია რეიტინგი "ქართული ოცნების" და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში კიდევ უფრო მაღალი შედეგი ექნება და "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები