23 იანვარი 2022,   07:21
ვრცლად
"სოციალური მაშველი" - "ევროპულმა საქართველომ" ახალი კამპანია დაიწყო

"ევროპულმა საქართველომ" ახალი მასშტაბური კამპანია დაიწყო სახელწოდებით - "სოციალური მაშველი". მათი განცხადებით, კამპანიის მიზანია ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ მიეცეს სოციალურად დაუცველი ადამიანების დაჩაგვრის შესაძლებლობა.

მათი თქმით, "ევროპული საქართველოს" "სოციალური მაშველი" დაიცავს ყველა ადამიანს, ვინც ამას საჭიროებს. 

"ევროპულმა საქართველომ დავიწყეთ მასშტაბური კამპანია "სოციალური მაშველი“ და ჩვენ დავიცავთ და არ მივცემთ ხელისუფლებას არც ერთი ადამიანის დაჩაგვრის შესაძლებლობას. თუ პოლიტიკური ნიშნით გითხოვენ სამსახურიდან, ან გართმევენ სოციალურ დახმარებას ან ამით გემუქრებიან, დაგვირეკეთ "ევროპული საქართველოს" ცხელ ხაზზე,“ - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, გიორგი ნონიაშვილი. 

დღის ამბები