23 იანვარი 2022,   06:24
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 206 მილიონს გადააჭარბა - ქვეყნები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ  

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 206 მილიონს გადაჭაარაბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 მილიონს აღემატება. ვირუსის სწრაფად გავრცელება "დელტა" შტამს უკავშირდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად ვირუსის წარმოშობის დასადგენად მუშაობენ, რათა მომავალში უკეთ მომზადებულები იყვნენ.

ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის პარალელურად კი საბერძნეთმა 2 კუნძულზე კომენდანტის საათი 18 აგვისტომდე გაახანგრძლივა. მოსახლეობას სახლიდან გასვლა ღამი 1 საათიდან დილის 6 საათამდე ეკრძალება.

საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ ავსტრალიაშიც. ქვეყნის 2 ქალაქში ლოკდაუნია გამოცხადებული. ისრაელი და შეერთებული შტატები კი მაღალი რისკის მქონე ადამიანებს აცრის მესამე, ბუსტერ დოზას სთავაზობენ. 

დღის ამბები