17 იანვარი 2022,   11:49
ვრცლად
ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც არჩევნებზე რეალური გამარჯვების შანსი აქვს "ქართული ოცნებაა" - კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს - "ქართული ოცნებაა". თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებრივ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მმართველი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში უკეთესი პროექტები განხორციელდეს.

"ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელების, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, რასაც, მე ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მაგარი პროექტები გავაკეთოთ, კიდევ უფრო საინტერესო და კომფორტული გავხადოთ ჩვენი ქალაქი. პირდაპირ ვიტყვი, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების შანსი აქვს, ეს არის ქართული ოცნება," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები