18 იანვარი 2022,   02:33
ვრცლად
"ქართული ოცნება" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს წარადგენს - მმართველი პარტიის სახელით მალხაზ ბეგიაშვილი იბრძოლებს

"ქართული ოცნება" კახეთის რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენას აგრძელებს . ამ დროისთვის პრემიერი "ქართული ოცნების" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს მალხაზ ბეგიაშვილს წარადგენს.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, კერძოდ კი სიღნაღში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

პრემიერმა საუბრისას ასევე ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებაც განიხილა და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნის ჩვეულ კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელი ეპიდვითარების გამოსწორება, ამისთვის კი აუცილებელია ვაქციანაცია. პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის ვაქცინით მომარაგებისთვის ყველაფერი გააკეთა.

დღის ამბები