23 იანვარი 2022,   07:28
ვრცლად
ტაილანდში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ტაილანდში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, 5 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობა პრემიერ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს ყოველ დღე მართავს.

დღის ამბები