18 იანვარი 2022,   11:28
ვრცლად
ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს ხელისუფლებას არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულება

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ბაია პატარაიამ პრესკონფერენცია გამართა. პატარაიას თქმით, 13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება. მათი განცხადებით, ეს შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებისა და პოლიტიკურ დევნილებისთვის.

დღის ამბები