18 იანვარი 2022,   02:46
ვრცლად
ვინ იბრძოლებს "ოცნების" მხრიდან მერობისთვის გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში - მმართველმა გუნდმა კახეთში კანდიდატები წარადგინა

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება - მმართველმა გუნდმა ამჯერად კახეთში წარადგინა თავისი კანდიდატები. უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს ოცნების მხრიდან მერობისთვის გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში. 

რეგიონულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები უძღვებოდნენ. მათ თავიანთ ამომრჩეველს კონკრეტული ხედვები, შექმნილი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ეს პოლიტიკური საარჩევნო ხაზი მთავრობის ხელმძღვანელმა ყველა შეხვედრაზე განმარტა.

კანდიდატების დასახელებას "ქართული ოცნება" რეგიონებში უახლოეს დღეებში განაგრძობს. 

დღის ამბები