18 იანვარი 2022,   02:12
ვრცლად
თელავში პარტიამ "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი გახსნა

თელავში პარტიამ "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი გახსნა. 

რეგიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ თელავის მერობის კანდიდატთან გიგია ორკოდაშვილთან ერთად გახსნა.

მან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტია "საქართველოსთვის" პროგრამაში გაწერილი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრას კახა ქემოკლიძე და ეკა ვეფხვაძეც ესწრებოდნენ. პარტიის რეგიონული ოფისი გახსნამდე გიორგი გახარიამ შეხვედრები სოფელ ყარაჯალს მოსახლეობასთან გამართვა.

დღის ამბები