18 იანვარი 2022,   11:12
ვრცლად
ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნება

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი პარლამენტარი თინა ბოკუჩავა იქნება. გავრცელებულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის ლიდერი, დარეჯან ცხვიტარია ადასტურებს და ამბობს, რომ ოფიციალური წარდგენა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს 21:00-ზე შედგება.

"ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯია გადადგმული, რომ იდეაფიქსი არ არის არცერთი პოლიტიკოსისთვის სკამი და პარლამენტი. ფრონტის წინა ხაზზე დგანან და დადგებიან. ბოლომდე იბრძოლებენ. ეს არის რეფერენდუმი და არჩევნები, ჩვენი ქვეყნის ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება. ამიტომაც, ფრონტის წინა ხაზზე დგებიან ყველა პარლამენტარები. მარტო თინა ბოკუჩავა არ არის, ყველა პარლამენტის წევრი დგება ასეთ კვანძურ, სტრატეგიულ ქალაქებში კანდიდატებად და ბრძოლისთვის არიან მზად"_ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.  

დღის ამბები