18 იანვარი 2022,   11:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე დღეს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მედიკოსებს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ავთანდილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა. 

"ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ პრიორიტეტებზე, რომლის განხორციელებაც ვაპირებთ ოზურგეთში. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება. ქალაქ ოზურგეთში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება და სოფლებში, რომლებიც განსაკუთრებით პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები და ქალაქ ოზურგეთში თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტის უზრუნველყოფა,“ - აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე. 

დღის ამბები