18 იანვარი 2022,   12:00
ვრცლად
პარტია "დროა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ საუბრობს

პარტია "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგა ლემონჯავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ საუბრობს. ლემონჯავას განცხადებით, სისტემური გაყალბების პროცესი მმართველმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნით დაიწყო. 

"საქარველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიები შედგება 17 წევრისგან, საიდანაც 8 არის ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი. ქართული ოცნებისთვის ვიტალური მნიშვნელობის არის ჰქონდეს უმრავლესობა საუბნო-საარჩევნო კომისიებში. მათ ისედაც ეკუთვნით ერთი კვოტა, რომელიც ინიშნება პარტიული ნიშნით და ისინი ცდილობენ, რომ დარჩენილი 8 ე.წ. პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების კვოტებიც ხელში ჩაიგდონ,“ - აცხადებს გიგა ლემონჯავა. 

დღის ამბები