18 იანვარი 2022,   03:24
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში საპარლამენტო ოპოზიციაც ერთვება

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში ერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც. მმართველი გუნდის ოპონენტები ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ და მის მხარდაჭერასაც გეგმავენ.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 91 დეპუტატის ხელმოწერით დაინიცირდა. პროექტს "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ხელს აწერენ: "მოქალაქეების", "გირჩის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები.

სახალხო განხილვებს არ დაესწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, თუმცა ისინი გეგმავენ კენჭისყრაში მონაწილეობას.

დღის ამბები