17 იანვარი 2022,   11:07
ვრცლად
"გვინდა ყველას ტვინი გავუბურღოთ" - ალეკო ელისაშვილის პარტიას არჩევნებზე კანდიდატებად "კოდალები" ეყოლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ოპოზიციური პარტიების უმეტესობას საკუთარი კანდიდატები ჯერ კიდევ არ წარუდგენია.

"მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარტიას თბილისსა და რეგიონებში საკუთარი კანდიდატები ეყოლება და მათი მთავარი სიმბოლო "კოდალები" იქნება. "მოქალაქეების" ლიდერის თქმით, პარტიის მიზანი "ტვინის ბურღვა იქნება".

"თბილისში და რეგიონებში, ქუთაისში, რუსთავში და აჭარაშიც გვეყოლება კანდიდატი. იქ, სადაც გვაქვს მეტნაკლებად ნორმალური პოზიცია, იქ გვეყოლებიან კანდიდატები როგორც გითხარით. გუნდის პრეზენტაცია სულ ცოტა ხანში თბილისში გვექნება. ჩვენ გვინდა ერთი რამ და ახალი სიმბოლოც კი ავირჩიეთ, კოდალა, რომელიც არის ტვინის ბურღი და აი ეს გვინდა, რომ ყველას ტვინი გავუბურღოთ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"მოქალაქეები" გუნდის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში თბილისში გეგმავს.

დღის ამბები