18 იანვარი 2022,   01:38
ვრცლად
ქვეყნის მთავარ დოკუმენტს 4 ცვლილებისთვის ამზადებენ - რა ახალი ცვლილებები უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ემზადება - შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმებული პუნქტები ახლა სახალხოდ განიხილება.

პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, ხვალ კი დისკუსია დედაქალაქში გაგრძელდება. პროცესში ჩართულია ოპოზიციის ნაწილი, უფრო კონკრეტულად კი ისინი, ვინც 19 აპრილს საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა.

ცვლილებების ინიციატორად რჩება "ქართული ოცნება", იმის მიუხედავად, რომ პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

ქვეყნის უზენაეს კანონში პრინციპული ცვლილელები საარჩევნო ბარიერსა და გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება.

დღის ამბები