20 იანვარი 2022,   09:18
ვრცლად
სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ლილოს მოსახლეობას შეხვდა

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ლილოს მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა პირადად მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და ადგილობრივებს დაგეგმილი პროექტები გააცნო. კანდიდატის განცხადებით, ლილოს დასახლებაში კვლავ გამომწვევად რჩება სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხები, რომელთა მოგვარებაც კანდიდატის თქმით უახლოეს მომავალში იგეგმება.

დღის ამბები