17 იანვარი 2022,   11:43
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად ზაზა დიასამიძე წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად ზაზა დიასამიძე წარადგინა. ღონისძიება გონიოს ციხეზე გაიმართა. კანდიდატი, ხელვაჩაურში მხარდამჭერებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ წარუდგინეს.

"გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავის კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით. უნდა შეიქმნას ფინანსური ცენტრი და ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარესა და რეგიონში,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

"ჯერ კიდევ ათეული საუკუნის წინ, ეს ადგილი წარმოადგენდა დასაყრდენს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის და დღესაც ვრჩებით ასეთად და არამხოლოდ ამ რეგიონში. ეს არის ბრწყინვალე სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მათი წარმომადგელობა ჩვენს ქვეყანაში. ის რომ დღეს ციხე დღესაც ძალიერად დგას, დარწმუნებული ვარ ასე იქნება საუკუნეების შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა,"- აღნიშნა წარდგენაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

დღის ამბები