17 იანვარი 2022,   11:15
ვრცლად
"ოპოზიციაში ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ დაიწყონ არეულობა" - შალვა პაპუაშვილი

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არეულობისთვის ემზადება. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს აშკარად ჩანს თუნდაც იმით, რომ ოპოზიცია საერთოდ არ საუბრობს იმ საჭიროებებზე, რომლებიც მოსახლეობას გააჩნია.

"ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ დაიწყონ არეულობა. მე მგონი სწორედ ესეც: კანდიდატების დასახელება, პროგრამების არ წარმოდგენა - თავადვე საუბრობენ, რომ მათი შანსები არის დაბალი, რა თქმა უნდა გამარჯვებაზე აქ საერთოდ ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ გარკვეული მაღალი წარმატების მიღწევის შანსებიც კი ამ კუთხით არის დაბალი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის შანსებთან მიმართებაში კრიტიკულად არის განწყობილი. ის მიიჩნევს, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ გააჩნია, რასაც კანდიდატების პერსონალური რეიტინგები და პარტიული მხარდაჭერის მაჩვენებლები განაპირობებს.

დღის ამბები