17 იანვარი 2022,   11:32
ვრცლად
დაბა ჩოხატაურში პარტია "საქართველოსთვის" ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური პარტიის "საქართველოსთვის" მომდევნო ოფისი დაბა ჩოხატაურში გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის ლიდერი გიორგი გახარია დაესწრო.

გახარიამ პარტიის მხარდამჭერებს საკუთარი პოლიტიკური გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. როგორც გახარიამ აღნიშნა, სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი რეგიონების გაძლიერება იქნება.

გურიის რეგიონში ეს რიგით მეორე ოფისია. პარტიამ პირველი ოფისი ორი კვირის წინ ოზურგეთში გახსნა.

დღის ამბები