18 იანვარი 2022,   02:26
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დასრულებულია - პროექტის მუხლობრივი განხილვა პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე დაიწყება

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დასრულებულია - პარლამენტში მუხლობრივი განხილვა და შესაბამისი პროცედურები უკვე საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

პროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება.

ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების განხილვას შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი ყველა პარტია ესწრებოდა, ოპოზიციური სპექტრი ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და აქცენტს მისი მიღების აუცილებლობაზე აკეთებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებში კიდევ ერთი ჩანაწერი გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილებას ეხება, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობის 76 დეპუტატის ნაცვლად, მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელად კანდიდატი მინიმუმ 100 ხმით უნდა აირჩიონ.

პარლამენტში, კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის ინიცირება, 29 ივნისს მოხდა. პროექტს 91 დეპუტატი აწერს ხელს, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღის ამბები