23 იანვარი 2022,   06:32
ვრცლად
ხანძარი ათენთან შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს - ევაკუირებულია 7 სოფელი 

ათენის მახლობლად კვლავ ხანძარია. ცეცხლი ფიჭვნარის ტყეს უკიდია. სტიქიის ზონაში 400-ზე მეტი მაშველი მათ შორის პოლონელი მეხანძრეები მუშაობენ. ადგილზე 8 ვერტმფრენი და 3 თვითმფრინავია მობილიზებული. ევაკუირებულია 7 სოფელი.

ხანძარმა რამდენიმე სახლი დააზიანა. სტიქიასთან ბრძოლას ქარი ართულებს, რომელიც მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება.

დღის ამბები