18 იანვარი 2022,   10:31
ვრცლად
კალიფორნიაში სახლები იწვის - ხანძარმა საკრამენტოს ჩრდილო-დასავლეთამდე მიაღწია

ხანძრის შედეგად კალიფორნიაში, ერთი ადამიანი დაშავდა და ათობით სახლი დაიწვა.

ცეცხლის კერებმა საკრამენტოს ჩრდილო-დასავლეთამდე მიაღწია, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, საფრთხის ქვეშ კიდევ 16 ათასი საცხოვრებელი სახლია.

სტიქიის ზონებში ძლიერ ხანძარს უკვე თვეზე მეტია ათასობით მეხანძრე უშედეგოდ ებრძვის.

დღის ამბები