20 იანვარი 2022,   09:13
ვრცლად
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მათივე კოლეგის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს გაემიჯნენ

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განცხადება გააკეთეს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, ისინი ემიჯნებიან მათივე კოლეგის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.

მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს თავიანთი მოთხოვნები და ელოდებიან 21-რიცხვს, როდესაც დაპირებული 7 პუნქტიანი შეთანხმება უნდა შესრულდეს. მათ შორისაა ხელფასების მატება.

დღის ამბები