20 იანვარი 2022,   09:16
ვრცლად
უშველებელი თანხა გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქრობს ახლა, ფოთში პოლიტიკურ დივიდენდს შეიძენს - გია ვოლსკი გიგი უგულავაზე

"ქართულ ოცნებაში" გიგი უგულავას პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და ოპონენტ კანდიდატს ფოთში მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი იხსენებს, რომ გიგი უგულავამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხა გაფლანგა, ეს ყველას ახსოვს და უგულავას პერსპექტივა არ გააჩნია.

"ყველამ ვიცით, რომ უშველებელი თანხა გაფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თბილისის მასშტაბი ცოტა დიდია, ფიქრობს ახლა ფოთში რაღაც პოლიტიკურ დივიდენდს შეიძენს, ყოველ შემთხვევაში, თავს არ დაავიწყებს ამომრჩეველს. პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია, ახლა ფოთელი იქნება, გორელი თუ თბილისელი ყველამ იცის ვისთან აქვს საქმე. ეს არის ქურდბაცაცა ადამიანი, რომელსაც ერთი აქვს მარტო, რომ დიდი მაღალი ხმით შეიძლება იყვიროს და აღშფოთება გაითამაშოს ჩვენს თვალწინ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციის ინფორმაციით ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს იგეგმება

დღის ამბები