18 იანვარი 2022,   02:46
ვრცლად
გიგი უგულავა ფოთის მერობისთვის იბრძოლებს, მან თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა - როგორია გაერთიანებული ოპოზიციის მოლოდინები

გიგი უგულავა ფოთის მერობისთვის იბრძოლებს - განაცხადი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა და კანდიდატის გარშემო ოპოზიციური ერთობაც დააანონსა.

მანამდე ფოთში თინა ბოკუჩავას კანდიდატურა განიხილებოდა.

რამდენად გამართლდება ერთიანობის მოლოდინი ფოთში, ჯერ უცნობია - როგორც ჩანს, კანდიდატი პოლიტიკურ პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა, მათ შორის სიახლე მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპული საქართველოსთვისაც, რომლის რიგებში გიგი უგულავა სულ რამდენიმე თვის წინ ირიცხებოდა.

სანამ ოპოზიციური პარტიები ფოთის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო პოზიციებს ჩამოაყალიბებენ, "ქართული ოცნება" ოპონენტს უკვე უწინასწარმეტყველებს მარცხს.

მმართველ გუნდში გიგი უგულავას თბილისის მერობის გამოცდილება და საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალი შეახსენეს.

დღის ამბები